ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ სეზონის წინ პროგნოზი გააკეთა და განაცხადა, რომ „იუვენტუსი“ ფავორიტია. ანტონიო მიიჩნევს, რომ პირლოს დანიშვნა რისკი არ არის და მას ძალიან კარგად შეუძლია მწვრთნელობა.
კასანომ ანტონიო კონტეს შეუტია და განაცხადა, რომ მას მაღალი ხარისხის ფეხბურთელები არ მოსწონს.
„ინტერი“ გასულ სეზონშიც ახლოს იყო „იუვენტუსთან“ და სკუდეტო დაკარგა. პრობლემა ისაა, რომ გუნდში ბევრი ფეხბურთელია, რომლებიც კონტეს არ მოსწონს, მაგალითად ერიქსენი. სიგიჟეა, როდესაც მას არ ათამაშებ. „რეალს“ და „ბარსელონას“ სურდათა, ფანტასტიკურად ითამაშა ინგლისში და ვერ წარმომიდგენია, რომ ძალიან, ძალიან ჩეულებრივ ნახევარდაცვაში კონტე მის ადგილს ვერ პოულობს. როდესაც კონტე „იუვენტუსში“ მივიდა, მას არც პირლოს გუნდში ყოლა სურდა, მაგრამ ანდრეასთან ერთად ყველა სკუდეტო მოიგო. კონტეს ხარისხიანი მოთამაშეები არ მოსწონს.
პირლოს დანიშვნა რისკი არაა. პირლო არის ადამიანი, რომელიც 25 წელი მოედანზე ბრწყინავდა, მან სწორი გზა უნდა მოძებნოს, მან მწვრთნელობა უკვე იცოდა, როდესაც ფეხბურთელი იყო. იტალიაში საუკეთესო კლუბშია და ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოში, რაც მას დაეხმარება. კიეზას ტრანსფერი? სად უნდა ათამაშონ ის „იუვეში“? მე მასში მნიშვნელოვან ინვესტიციას არ ჩავდებდი, რადგან პირლოს გუნდში ფლანგები უკვე შევსებულია. ჩემი აზრით, „იუვეს“ სხვა ტიპის ფეხბურთელი სჭირდება, მაგალითად მცველი და მორატას ალტერნატივა. გატუზო თუ პირლო? გატუზო უკეთესი მწვრთნელია, ანდრეა უკეთესი ფეხბურთელი იყო (იცინის). ძალიან მომწონს გატუზოს მწვრთნელობის აგრესიული სტილი, პირლო კი ფენომენი იყო და ახლა გაუმართლა, რომ უკვე ფერარის მართავს.
სეზონის ფავორიტი? „იუვეს“ ორი გუნდი ჰყავს შემადგენლობის სიღრმით და ფავორიტია, მას უკან „ინტერი“ მოჰყვება. ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის დარწმუნებული ვარ „ატალანტა“ იბრძოლებს, რომელსაც ისეთი ზღაპრული მოთამაშე ჰყავს, როგორიც ილიჩიჩია. ყოველთვის დიბალაზე საუბრობენ, მაგრამ ილიჩიჩი ნამდვილი ჩემპიონია. მეოთხე ადგილზე „ლაციოს“ დავასახელებ, ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთს და ერთინაი გუნდია. „მილანი“? მას მხოლოდ ერთი ფენომენი ჰყავს – იბრაჰიმოვიჩი, მაგრამ დანარჩენი?“, – განაცხადა კასანომ.