ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ განაცხადა, რომ 2001 წელს „ბარიდან“ „იუვენტუსში“ გადადიოდა, მაგრამ შემდეგ მოლაპარაკებები „რომასთან“ დაიწყო და ფრანჩესკო ტოტის გამო „ჯალოროსი“ აირჩია.
„მახსოვს „იუვენტუსში“ უნდა გადავსულიყავი და მოჯისთან შეხვედრა მქონდა ჩემს აგენტთან ერთად. როდესაც ის მოვიდა, აგენტმა მითხრა, რომ ბალდინიმ დაურეკა და ძალიან იყო დაინტერესებული. სურდა კაპელოსთა მესაუბრა. ჩემი კერპი ტოტი იყო და ამიტომ, ვუთხარი მოჯის აველინოში მოეცადა, ჩვენ კი, რომში წავედით.
ვესაუბრე კაპელოს, ბედნიერი ვიყავი, რომ ტოტისთან ერთად ვითამაშებდი. პირველი ოთხი თვე მაიძულა მასთან და მის მშობლებთან ერთად მეცხოვრა. ეს ფუნდამენტური იყო ჩემი განვითარებისთვის, ტოტის გარეშე უფრო მეტ სირთულეს გადავაწყდებოდი“, – თქვა კასანომ.