მთავარი / სიახლეები / სტორარი: “იუვესთან” საოცარი მოგონებები მაკავშირებს”

სტორარი: “იუვესთან” საოცარი მოგონებები მაკავშირებს”

„კალიარისა“ და „იუვენტუსის“ მატჩის წინ მარკო სტორარიმ ისაუბრა. ვეტერან იტალიელს თავის დროზე ორივე გუნდში უთამაშია. მარკო მიიჩნევს, რომ „იუვემ“ „ატლეტიკოსთან“ იდეალური თამაში ჩაატარა.

„კალიარისა და ტურინში ზანგრძლივი და ინტენსიური პერიოდი გავატარე. „კალიარიში“ იტალიის ჩემპიონის სტატუსით გადავედი და სერია B-ში ვითამაშე, ყოველთვის ვთამაშობდი.

„იუვეს“ თამაში „ატლეტიკოსთან“ ვნახე. ეს იყო იდეალური და ძლიერი თამაში. კიელინი? ის შეუცვლელია. „იუვესთან“ საოცარი მოგნობები მაკავშირებს, ყველაზე კარგად 2015 წელს „ლაციოსთან“ მოგებული იტალიის თასის ფინალი მახსენდება. ანდრეა ანიელიმ კი თავისი სამუშაოს გამო 10-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, განსაკუთრებით რონალდუს ტრანსფერის გამო.“, – განაცხადა სტორარიმ.

შეგახსენებთ, რომ მარკო სტორარი „იუვენტუსში“ 2010-2015 წლებში თამაშობდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …