ტურინის „იუვენტუსის“ მომავალი მწვრთნელის შესახებ იტალიურ მედიაში არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. ბოლო ცნობებით, მთავარი ფავორიტი პეპ გვარდიოლაა.
Sky Sport-ის ინფორმაციით, ალეგრის შეცვლის მთავარი კანდიდატი „მანჩესტერ სიტის“ ამჟამინდელი თავკაცია. მეტიც, მისი უმცროსი ძმა და „იუვენტუსის“ წარმომადგენლები ტურინში უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. თუმცა, დეტალები უცნობია.
გვარდიოლას გარდა, სახელდება ზინედინ ზიდანის, ანტონიო კონტეს, დიდიე დეშამის, იურგენ კლოპისა და სიმონე ინძაგის ვარიანტებიც.