ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი მოჰამედ სისოკო მიესალმება მაურიციო სარის კანდიდატურას. ვეტერანი მალელის განცხადებით, „იუვე“ სარისთან ერთად ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
„ვფიქრობ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მზადაა და შესაძლოა ეს მომავალ სეზონში მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ სარის კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, ის გუნდს დამატებით პლიუსებს შესძენს და მასთან ერთად გუნდი მზად იქნება ევროპის უმაღლესი ტურნირის მოსაგებად“, – თქვა სისოკომ.
შეგახსენებთ, რომ მომო სისოკო „იუვენტუსში“ 2008-2011 წლებში თამაშობდა. სარი კი, კვლავაც მთავარი ფავორიტია „იუვეს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე და ამ ინფორმაციის დადასტურებას ამ კვირაში ელოდებიან.