მთავარი / სიახლეები / შჩესნი: “რონალდუმ პენალტის წინ რჩევა მომცა”

შჩესნი: “რონალდუმ პენალტის წინ რჩევა მომცა”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ Sky Sport-თან „კალიარისთან“ ჩატარებულ მატჩზე, „მილანთან“ მომავალ შეხვედრაზე და ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა.

პოლონელმა მეკარემ ასევე განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ გონსალო იგუაინის პენალტის წინ რჩევა მისცა.

ოქროს სამი ქულა კალიარიდან

„კალიარისთან“ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, რომ „მილანთან“ და ჩემპიონთა ლიგის მატჩს უფრო მშვიდად შევხვდეთ. ახლა მხოლოდ სამი გამარჯვება გვაშორებს სკუდეტოს. გამარჯვება ადვილი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენი საქმე კარგად გავაკეთეთ და ამიტომ, ყველაფერი გაგვიადვილდა. მათი სიძლიერე ჩაწოდებებშია, მაგრამ ჩვენ ყველა დუელი მოვიგეთ. იდეალური თამაში იყო დიდი მატჩებისთვის მოსამზადებლად.

„იუვე“ – „მილანი“

პირველ თამაშში კრიშტიანუ რონალდუმ იგუაინის პენალტის წინ რჩევა მომცა. მითხრა, რომ ადრე გადავმხტარიყავი, რადგან „პიპიტა“ მეკარეს არასდროს უყურებს. ეს სიმართლე იყო, რადგან იგუაინს მეც კარგად ვიცნობ. თუმცა, კმაყოფილი დავრჩი, რომ რონალდუ მოვიდა და რჩევა მომცა. მეტოქის დაბნეულობაში კარგი წვლილი შეიტანა.

„სან სიროზე“ მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში გვქონდა. მათ წინააღმდეგ გამარჯვებისთვის ყოველთვის მაქსიმუმის გაღებაა საჭირო. ეს ყოველთვის „იუვენტუსი“ – „მილანია“. ეს იქნება დიდი გამოწვევა და ყოველთვის უკეთესია ჩემპიონთა ლიგის წინ გამარჯვების მოპოვება. ერთი სული გვაქვს მოედანზე გავიდეთ და შესანიშნავი თამაში ჩავატაროთ.

ჩემპიონთა ლიგა ჰორიზონტზე

იმ სიმაღლეზე უნდა დავრჩეთ, როგორც „ატლეტიკოსთან“ მეორე თამაში ჩავატარეთ, ყურადღება არასდროს არ უნდა მოვადუნოთ. ყოველთვის უკეთესია პირველი თამაშის მოგება, საპასუხო მატჩამდე და იმედია, ამ დონეს 1 ივნისამდე შევინარჩუნებთ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …