მთავარი / სიახლეები / შანსი და ახალი კონტრაქტი რუგანის

შანსი და ახალი კონტრაქტი რუგანის

ტურინის „იუვენტუსში“ დაცვის ხაზში ზაფხულში ცვლილებებია მოსალოდნელი. ძირეული თუ არა, რაოდენობრივი მაინც. მარტინ კასერესს და ანდრეა ბარძალი ზაფხულში კონტრაქტები ეწურებათ და დიდი შანსია, რომ გუნდს დატოვებენ.

შედეგად, გარდა იმისა, რომ „იუვეს“ ახალი ცენტრალური მცველ(ებ)ის დამატება მოუწევს, იგეგმება კონტრაქტის გახანგრძლივება დანიელე რუგანისთან.

იტალიური მედიის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელმა შანსი და ახალი ხელშეკრულება მიიღო. რუგანის გუნდში წარმოქმნილი ტრავმიანობის ფონზე შესანიშნავი შანსი მიეცა, რომ დაამტკიცოს თავისი ძალა. როგორც ცნობილი ხდება, დანიელე ახალ კონტრაქტს 2023 ან 2024 წლამდე გააფორმებს და სეზონში 3 მილიონ ევროს მიიღებს.

როგორც ჩანს, დანიელეს ტურინში სჯერათ. აქვე გეტყვით, რომ „იუვეს“ მაისურით მის ანგარიშზე 77 მატჩი და 7 გოლია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …