ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „მილანთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ რთულ თამაშს ელოდება, რადგან მეტოქე კარგ ფორმაშია.
„რთული თამაში იქნება. „მილანი“ მთელი სეზონის განმავლობაში სირთულეებს გვიქმნიდა და შესანიშნავ ფიზიკურ და მენტალურ კონდიციაშია. ამ მომენტში თამაში რთულია. „ლაციოსთან“ და „ინტერთან“ უპირატესობა? ყოველ სამ დღეში თამაში ძალიან დელიკატურია. ბიჭებს ყოველთვის ვეუბნებოდი: ძალიან რთული თვე იქნება და უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც აქამდე ვაკეთებდით.
იგუაინი და რუგანი? ეს ყველაზე ნათელი არჩევანია. ყველა საუბრობს ჩვენს ძალიან დიდ შემადგენლობაში, მაგრამ რეალურად ამ ეტაპზე სინამდვილეში მხოლოდ 15 მოთამაშე გვყავს ხელმისაწვდომი მეკარეების გარდა. კიელინიმ და ალექს სანდრო გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშეს, მაგრამ ჯერ საჭირო კონდიციაში არ არიან. რემზი? პოტენციურად ის არის ნახევარმცველი, ვისაც მეტი გოლის გატანა შეუძლია, ამიტომ ყოველთვის გვაქვს ვარიანტი, რომ მოედანზე იყო. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დელიკატური პერიოდი გამოიარა.
სეზონის განმავლობაში წავიკითხე, რომ თითქმის ყველა ფეხბურთელთან კამათი მომივიდა, მაგრამ ერთადერთი მოთამაშე, ვისთანაც ეს შემთხვევა მქონდა გონსალო იგუაინია. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველთვის ასეა (იღიმის – რედ). მენტალურად გონსალო უკეთაა, ფიზიკურად არ ვიცი.
ჩვენ გვაქვს წერტილები, რომელშიც უნდა მოვუმატოთ, როგორც ყველას. „ტორინოსთან“ დისტანციები სწორი არ იყო, დაკარგულ ბურთებს ვერ ვიბრუნებდით, მოწინააღმდეგეს სივრცეები მივეცით. კმაყოფილი ვარ იმით, რაც აქამდე ვნახე, მაგრამ ვიცი, რომ შემდგომში მომატება შეგვიძლია“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 7 ივლისს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.