მთავარი / სიახლეები / სარის “იუვენტუსში” ჰისაიც მოჰყვება

სარის “იუვენტუსში” ჰისაიც მოჰყვება

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძალოა „ნაპოლის“ მცველი ელსეიდ ჰისაი დაიმატოს. Corriere Dello Sport-ის ცნობით, მაურიციო სარის, რომელსაც „იუვე“ უკვე შეუთანხმდა, ალბანელი ფეხბურთელის ყიდვა გადაწყვეტილი აქვს.

აღსანიშნავია, რომ სარი ჰისაის ჯერ „ემპოლიში“, მერე კი „ნაპოლიში“ ავარჯიშებდა და მისთვის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია.

ალბანელმა მცველმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზაფხულში „ნაპოლის“ დატოვებს. უნდა აღინიშნოს, რომ მისი სამსახურით მადრიდის „ატლეტიკოცაა“ დაინტერესებული.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …