ტურინის „იუვენტუსში“ მაურიციო სარის დანიშვნა დღეს გაოფიციალურდება. იტალიური მედიის ცნობით, ლონდონში მყოფმა ფაბიო პარატიჩმა შეთანხმებას საბოლოოდ მიაღწია და „ჩელსი“ სარის გაათავისფლებს.
ტურინელები მცირე კომპენსაციას გადაუხდიან ლონდონელებს, რის შემდგომაც 60 წლის სპეციალისტი იტალიაში დაბრუნდება.
როგორც ცნობილია, სარი „იუვესთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 6 მილიონ ევროს მიიღებს.