მთავარი / სიახლეები / სერია A / სარი: “ეს შემადგენლობა ძლიერია და მის თვისებებს მე უნდა შევერწყა”

სარი: “ეს შემადგენლობა ძლიერია და მის თვისებებს მე უნდა შევერწყა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

„პოლემიკა „ნაპოლის“ მატჩის შემდეგ? ჩემთვის ეს უცნაური იყო, რადგან მე მხოლოდ იმ ბიჭებს მივულოცე, რომლებთანაც სამი წელი ვმუშაობდი და ამ სამუშაოს წყალობით იტალიის ყველაზე მნიშვნელოვან გუნდში მოვხვდი. გულშემატკივრები სამართლიანად გაბრაზდნენ, რადგან ცუდად ვითამაშეთ, ამ გუნდისთვის ერთი თამაშის წაგებაც მძიმეა, მაგრამ წაგება ცუდი ფეხბურთით კიდევ უფრო მძიმეა. სამართლიანია, რომ გაბრაზდნენ, მაგრამ თამაშის ხარისხის გამო.

ჩვენ არ გვაქვს შემაშფოთებელი შედეგები. ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში ვართ და კოპა იტალიაზე უკვე იმაზე უკეთესი შედეგი გვაქვს, ვიდრე შარშან, ჩემპიონატშიც ლიდერები ვართ. „ფიორენტინა“ თავს ინტენსიურად იცავს, შემდეგ კი კონტრშეტევის საშუალება სწრაფად ეძლევათ.

ხედირა? ბოლო დღეებში გრიპი ჰქონდა, მისი დაბრუნების ზუსტი თარიღის დადგენა შეუძლებელია.

შემტევი სამეული? არის თამაშები, რომლებშიც ტაქტიკური თვალსაზრისით არ შეგვიძლია ამის გამოყენება. ასევე დამოკიდებულნი ვართ მენტალურ და ფიზიკურ ენერგიაზე.

პიანიჩს მცირე დაზიანება ჰქონდა, ორი დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს და შესაბამისად, ჩვენს განკარგულებაშია. ბუფონი? არ ვიცი ითამაშებს თუ არა ხვალ, მან ბევრი თამაში ჩაატარა აქამდე, მაგრამ ახლა კვირაში ერთი თამაში გვიწევს და როტაცია ნაკლებია. ნახევარდაცვა? ზოგიერთ მატჩებში მატუიდი მნიშვნელოვანია, ზოგიერთში კი რაბიო.

ემრე ჯანი? 27 ფეხბურთელი მყავდა ზაფხულიდან და ნორმალურია, რომ 1-2 მოთამაშესთვის ადგილი არ მოიძებნა. თუმცა, ეს ნიშნავს, რომ მისი თვისებები დაბალი დონისაა. ტრანსფერები? მე არაფერი მომითხოვია ხელმძღვანელობისთვის არც ზაფხულში და არც ახლა. ეს შემადგენლობა ძლიერია  და მე უნდა დავემორჩილო მის თვისებებს.

დუგლას კოშტას შეუძლია ჩვენს თამაშში ბალანსის შეტანა, მიზანიც ესაა, რომ გახდეს მნიშვნელოვანი ფეხბურთელი“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ფიორენტინას“ მატჩი 2 თებერვალს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …