ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ატლეტიკოსთან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგაზე გუნდს უფრო მეტი მოტივაცია აქვს.
„შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, მაგრამ ბოლოს გაგვიჭირდა და ეს ალბათ დაღლილობის ბრალია, რადგან უკანასკნელი თამაში ძალიან რთული გვქონდა. ვცდილობდით რაც შეიძლება ზემოთ გვეთამაშა, რასაც ჩემპიონატში მუმდივად ვერ ვაკეთებთ.
ალბათ ჩემპიონთა ლიგის მოტივაცია უფრო მეტია და უნდა გავიზარდოთ, რადგან ყველა თამაშს ერთნაირად უნდა მივუდგეთ. ინტენსივობა გასაუმჯობესებელია, რადგან რამდენიმე არაზუსტი პასი გავაკეთეთ და პირველ ტაიმში ბევრი ჩაწოდება მივიღეთ“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 5 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და D ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.