მთავარი / სიახლეები / რაბიო: “იუვესთან” მოლაპარაკებებს ვაწარმოებ”

რაბიო: “იუვესთან” მოლაპარაკებებს ვაწარმოებ”

„პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველი ადრიენ რაბიო შვებულებას იტალიაში ატარებს. ამან გააჩინა ეჭვი, რომ ფრანგი კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. თავად რაბიოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ არ უარყოფს, რომ „იუვესთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„იტალია ძალიან მომწონს, აქ ყოფნა დიდებულია, ისვენებ და ენერგიას იღდგენ, რადგან რთულ სეზონს ველოდები. „იუვენტუსი“? დიახ, დამიკავშირდნენ, ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. სიტუაცია უნდა შევაფასო, ახლა არაფრის თქმა არ შემიძლია. „იუვე“ დიდი გუნდია, სადაც ყველა კარგ ფეხბურთელს სურს თამაში. „მანჩესტერი“? იგივეს ვიტყვი, გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებ, ამჟამად შვებულებაში ვარ“, – თქვა რაბიომ.

შეგახსენებთ, რომ რაბიოს პსჟ-სთან კონფლიქტი აქვს და მიმდინარე ზაფხულში პარიზულ გუნდს აუცილებლად დატოვებს.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …