მთავარი / სიახლეები / ქალთა გუნდიც ლიდერია

ქალთა გუნდიც ლიდერია

ტურინის „იუვენტუსის“ ვაჟთა გუნდის დარად, ქალთა გუნდიც წარმატებით ასპარეზობს სერია A-ს მიმდინარე სეზონში. რიტა გუარინოს გაწვრთნილი გუნდი მე-14 ტურში გათამაშების აუტსაიდერ ბერგამოს „ორობიკას“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა.

ტურინელთა მხრიდან გოლები პირველ ტაიმში ჩერნოიამ და ეკროტმა გაიტანეს, ხოლო მეორე ნახევარში თავი ბონანსეამ, პედერსენმა და გლიონამ გამოიჩინეს.

აქვე გეტყვით, რომ ქალთა სერია A-ში 12 გუნდი ასპარეზობს და ამჟამად მეორე წრის მესამე ტური (მე-14 ტური) მიილია. „იუვენტუსს“ განვლილ 14 შეხვედრაში 12 გამარჯვება, 1 ფრე და 1 წაგება აქვს. შედეგად, მოპოვებული 37 ქულით პირველ ადგილზეა. „იუვე“ „ფიორენტინას“ ქალთა გუნდს, რომელიც მეორე პოზიციაზეა, 6 ქულით უსწრებს.

„იუვეს“ ქალთა გუნდი მომდევნო შეხვედრას 30 იანვარს, იტალიის თასის მეოთხედფინალში სტუმრად „ტავანიაჩოსთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …