მთავარი / სიახლეები / ბარძალი: “პარატიჩიმ ჩემი კარიერა გადაარჩინა”

ბარძალი: “პარატიჩიმ ჩემი კარიერა გადაარჩინა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეა ბარძალიმ „იუვენტუსის“ ტელევიზიას ვრცელი ინტერვიუ მისცა. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა „ბებერ სინიორაში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა.

პირველად „იუვენტუსში“

მახსოვს გვიან საღამოს ჩამოვედი აეროპორტში მეუღლესთან და შვილთან ერთად. შემდეგ დასაძინებლად წავედი და დილით, როდესაც გავიღვიძე სამედიცინო შემოწმება მელოდა. ტურინი ფეხბურთელისთვის იდეალური ადგილია. პატარა ქალაქია, მაგრამ არავინ გაწუხებს უიქ-ენდების გამოკლებით, როდესაც შეგიძლია ფოტოები გადაიღო გულშემატკივრებთან.

„ვოლფსბურგიდან“ „იუვენტუსში“

„არ ვიცი რატომ, მაგრამ პარატიჩი ვოლფსბურგში ჩამოვიდა ჩემს სანახავად. მან ჩემი ცხოვრება და კარიერა გადაარჩინა. ყოველთვის ვოცნებობდი დიდ გუნდში თამაშზე და მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ვიმედოვნებდი ამას, მაგრამ ყველა გუნდი კარგად იყო დაკომპლექტებული. ამიტომაც, გერმანიაში წასვლა ვარჩიე. იქ ჩემპიონი გავხდი გუნდთან ერთად, რომელსაც იქამდე არ ჰქონდა ჩემპიონატი მოგებული და ეს წარმოუდგენელი იყო. შემდეგ „იუვეს“ წინადადება მივიღე და მაშინვე დავთანხმდი. ტურინში ყველაფერი შეიცვალა, სტადიონის გახსნა იყო იმის ნიშანი, რა სურდა „იუვეს“.

BBC

თავიდან ოთხი მცველით დავიწყეთ თამაში და კიელინი მარცხენა ფლანგზე თამაშობდა. მერე კი, „ნაპოლისთან“ მატჩისას კონტეცმ გადაწყვიტა 3-5-2 სქემით თამაში და ყველაფერი ასე დაიწყო. ეს ვარიაციის კარგი საშუალება იყო. ბონუჩისთვის ეს იდეალური სქემა იყო, ხოლო მე და კიელინი უფრო ხისტად ვთამაშობდით. თავიდან ადვილი არ ყოფილა, მაგრამ შემდეგ წლების განმავლობაშ მართლაც კარგად ვთამაშობდით.

კონტეს პირველი სეზონი

პირლო მოვიდა, რომელმაც გუნდში ბალანსი მოიტანა. ბუფონი საუკეთესო ფორმაში იყო რამდენიმე ტრავმის შემდეგ, ვიყიდეთ ვუჩინიჩი და ვიდალი და გუნდი ჩამოყალიბდა. ამხანაგურ მატჩებში პრობლემები იყო, მაგრამ, როდესაც სეზონი დაიწყო მზად აღმოვჩნდით.

ზედიზედ რვა სკუდეტო

განსაკუთრებულია. ერთი სეზონი შესაძლოა ჩაგივარდეს, მეხუთე სეზონი ძალიან ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ მაინც გავიმარჯვეთ. ზედიზედ რვა სკუდეტოს მოგება წარმოუდგენელი შედეგია. ყველაზე რთული 2016 წელს მოგებული სკუდეტოა, ყველაზე დასამახსოვრებელი კი პირველი ჩემპიონობა გახლდათ.

პირველი პერიოდი

საწყისი 6 თვე ძალიან რთული იყო, მახსოვს „ინტერთან“ გამარჯვება, მაგრამ წარუმატებელი პერიოდი გამოდგა. „იუვენტუსისთვის“ უტიტოლოდ სეზონის დასრულება დიდი ტვირთია.

ვარჯიშები

თუ ვარჯიშებზე საუკეთესო ფორმაში არ ხარ, თამაშზეც ვერ მიაღწევ ასეთ დონეს. დელ ნერის ბოლო 5 თვეში განსაკუთრებული სიმშვიდე არ ყოფილა წარუმატებელი შედეგების გამო, მაგრამ ვარჯიშები ყოველთვის ინტენსიური იყო. კონტესთან რიტმი გაცილებით მაღალი გახლდათ, ალეგრისთან კი უფრო მეტი მხიარულება იყო, ბურთით მეტს დროს ვატარებდით.

დელ ნერი

ის აქ დამხვდა, რადგან მე იანვარში მოვედი. ის იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწვრთნელი, რადგან თავის დროზე სერია A-ში დებიუტი სწორედ მისი თავკაცობით მქონდა. ის ძალიან კარგი ადამიანია და ზონურ დაცვას ყოველთვის მაღლა თამაშსა და პრესინგს ამჯობინებდა.

ანიელი

არ მახსოვს პირველად სტადიონზე შევხვდით თუ სხვაგან. ახალგაზრდა, ჭკვიანი კაცი, რადგან „იუვენტუსის“ პრეზიდენტობის დაწყება 37 წლის ასაკში ადვილი არაა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …