მთავარი / სიახლეები / პარატიჩი: “ახალი მწვრთნელი? არამხოლოდ ერთი, რამდენიმე კანდიდატი გვყავს შერჩეული”

პარატიჩი: “ახალი მწვრთნელი? არამხოლოდ ერთი, რამდენიმე კანდიდატი გვყავს შერჩეული”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „ბებერი ქალბატონის“ ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, სიაში მხოლოდ ერთი მწვრთნელი არაა.

„ჩვენ ვმუშაობთ, მოთმინებაა საჭირო. მთელი რიგი კანდიდატურები გვყავს, არამხოლოდ ერთი. ჯერ დრო გვაქვს და ნათელი იდეები გაგვაჩნია. მალე ყველა გაიგებს ვინ იქნება ახალი მწვრთნელი.

ტრანსფერები? ჩვენ კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს. ველოდებით ახალ მწვრთნელს და მასთან ერთად შევიმუშავებთ გეგმას. პოგბა? იგივე სიტუაციაა, ვისაუბრებთ მწვრთნელთან, როგორც კი დაინიშნება“, – თქვა პარატიჩიმ.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …