ლუკა პელეგრინი „იუვენტუსის“ ფეხბურთელია. აღნიშნული ინფორმაცია „იუვეს“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
პელეგრინიმ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა. „იუვემ“ პელეგრინის სანაცვლოდ „რომას“ ლეონარდო სპინაცოლა დაუთმო, თუმცა, გარდა ამისა, 7 მილიონი ევროც მიიღო.
გასულ სეზონში 20 წლის მცველმა „რომასა“ და „კალიარის“ რიგებში სერია A-ში 16-ჯერ ითამაშა და 2 საგოლე პასი შეასრულა.
ამასთან, „იუვენტუსმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლეონარდო სპინაცოლამ გუნდი დატოვა და „რომას“ ფეხბურთელი გახდა.
In bocca al lupo a Leonardo #Spinazzola, e grazie di tutto!https://t.co/Nzg7aWsfKC pic.twitter.com/Avlixl4otv
— JuventusFC (@juventusfc) June 30, 2019