მთავარი / სიახლეები / მორატა: “გოლს თუ გავიტან, აღვნიშნავ”

მორატა: “გოლს თუ გავიტან, აღვნიშნავ”

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ალვარო მორატა ამბობს, რომ თუ „იუვენტუსს“ გოლს გაუტანს, აღნიშნავს. ესპანელმა თავდამსხმელმა ამის მიზეზიც დაასახელა.

მისი თქმით, სადებიუტო გოლის საშინაო არენაზე არაღნიშვნა არ შეუძლია:

„თუ გოლს გავიტან, ეს „ატლეტიკოს“ რიგებში პირველი იქნება და ამიტომ არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო. თუმცა დარწმუნებული ვარ, საპასუხო მატჩში ტურინში ტიფოზებსა და ჩემს შორის მაქსმალური პატივისცემა იქნება, რადგან იტალიაში „იუვე“ ჩემი საყვარელი გუნდია. თუ მადრიდში გოლს აღვნიშნავ, „ბიანკონერის“ ქომაგები გამიგებენ, ისევე, როგორც „ატლეტიკოს“ გულშემატკივრები გამიგებენ, რომ ტურინში გოლი არ აღვნიშნო“, – განაცხადა მორატამ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მატჩი 23:59 საათიდან დაიწყება. მორატა კი „იუვენტუსში“ 2014-2016 წლებში თამაშობდა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …