მთავარი / სიახლეები / მოჯი: “ჩემპიონატში ინტრიგა მკვდარია”

მოჯი: “ჩემპიონატში ინტრიგა მკვდარია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ლუჩანო მოჯი ამბობს, რომ სერია A-ში საჩემპიონო ინტრიგა მკვდარია. მისი განცხადებით, „ნაპოლი“ კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ „იუვეს“ დარად მოსაგებ მატჩებს ვერ იგებს.

„ნაპოლი“ ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ მოსაგებ თამაშებს ვერ იგებს, როგორც ამას „იუვენტუსი“ აკეთებს. მაგალითად, გუშინ „ნაპოლიმ“ ლამაზი თამაშით პარმაში გაიმარჯვა, ხოლო „იუვემ“ ნაკლებად სანახაობრივი ხარისხით „ბოლონია“ დაამარცხა. ჩემპიონატში ინტრიგა მკვდარია, რადგან სხვები ვერ აკეთებენ იმას, რაც უნდა გააკეთონ. ანჩელოტი ძალიან მომწონს, მაგრამ როდესაც „იუვენტუსში“ მოვიწვიე, ხალხს ეს ძალიან არ მოეწონა“, – განაცხადა მოჯიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვე“ „ნაპოლის“ 13 ქულით უსწრებს და მომდევნო ტურში სწორედ „სან პაოლოზე“ ითამაშებს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …