მთავარი / სიახლეები / მაურიციო სარის პრესკონფერენცია “სასუოლოსთან” მატჩამდე

მაურიციო სარის პრესკონფერენცია “სასუოლოსთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, სახიფათო თამაში იქნება, რადგან მეტოქე კარგი გუნდია.

„ეს თამაში სახიფათოა, რადგან ფსიქოლოგიურად ბევრად დავიხარჯეთ, როგორც „ატალანტასთან“, ისე „ატლეტიკოსთან“. შემთხვევითობა არაა, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი მატჩის შემდეგ ჩემპიონატში გაგვიჭირდა. „სასუოლო“ კარგი გუნდია, განსაკუთრებით ტაქტიკურად, სატურნირო ცხრილში გაცილებით უფრო მაღალ ადგილზე ყოფნას იმსახურებს. ბურთს ფლობს, კარში ხშირად ურტყამს. დე ძერბი ახალგაზრდაა და შესანიშნავი იდეები აქვს და შეუძლია ძალიან კარგი მწვრთნელი გახდეს.

ალექს სანდრო გუნდთან ერთად ვარჯიშობს, კარგადაა და ჩვენს განკარგულებაშია. ასევე ბერნარდესკიც, ფედე გუნდისთვის ძალიან სასარგებლოა, მაგრამ მას აქვს ტექნიკური თვისებები, რისი წყალობითაც მეტი შეუძლია. ემრე ჯანი? შეიძლება იყოს ერთ-ერთი არჩევანი, ჩემპიონთა ლიგის განაცხადში მხოლოდ იმიტომ არაა, სიაში შეზღუდული ვიყავი.

დე ლიხტი ბარძალის რჩევების წყალობითაც გაიზარდა, მაგრამ მის ნიჭში ეჭვი არასდროს გვეპარებოდა. საოცარი თვისებები აქვს და ახლა ჩვენს თამაშსაც შეეჩვია.

ოქროს ბურთი? ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ რონალდუ მოიგებს, ისევე როგორც ვიმედოვნებ კოპას პრემიას დე ლიხტი მოიგებს და დიბალასთან ერთად ჩვენი მომავალია.

შეტევაში შესანიშნავი ხარისხი გვაქვს. კრიშტიანუს კი უზარმაზარი რესურსი გააჩნია. ფიზიკური თვალსაზრისით მოუმატა, ვიდრე ეს ოთხშაბათს ვნახეთ. გაგვიმართლა, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელები გვყავს, მათგან ყოველთვისი დიდი მოლოდინია, მათთვის ჩვეულებრივი მოვლენააგოლების გატანა. რონალდუ უფრო განსხვავებულია, მაგრამ ყველა თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ მატჩი დღეს თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …