მთავარი / სიახლეები / მაურიციო სარის პრესკონფერენცია “მილანთან” მატჩამდე

მაურიციო სარის პრესკონფერენცია “მილანთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „მილანთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა ძირითადად ცალკეული ფეხბურთელების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

„მილანი“

„მილანი“ კარგი გუნდია, რომელსაც სეზონი კარგად არ დაუწყია, მაგრამ ამასერთ კონკრეტულ მატჩში მნიშვნელობა არ აქვს. ფეხბურთში არსებობს ციკლი და „მილანის“ შემთხვევაში ძველ დონეზე დაბრუნება გართულდა. თუმცა, მათი ბაზა მყარია, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, როდის მოახერხებს დაბრუნებას.

კრიშტიანუ რონალდუ

არ ვიცი, გუშინ ფიზიოთერაპევტთან იყო. ხვალ დილით ვნახავთ. ვიცი, რომ სერიოზული არაფერია, მხოლოდ მუხლზე დისკომფორტია, რომელსაც თამაშის დროს განიცდის.

დე ლიხტი

ვნახოთ, გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა, შევაფასებ სიტუაციას და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ.

რემზი

რემზის მნიშვნელოვანი ტექნიკური თვისებები აქვს. შეუძლია, როგორ გამთამაშებლად ისე, ნახევარდაცვაში თამაში. ისევე, როგორც შეტევაში მშვიდად ჩართვა. ითამაშებს თუ არა ხვალ, დღეს გადავწყვეტ.

ბონუჩის მნიშვნელობა

როდესაც ვიგრძნობ, რომ გუნდი მის გარეშე მოახერხებს კარგად თამაშს, დასვენების შესაძლებლობასაც მივცემ. ჩვენთვის ის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა.

დუგლას კოშტა

მოსკოვში უფრო ფლანგზე ითამაშა, რადგან ცენტრში არ იყო ბევრი სივრცე. ამ მომენტში ბალანსი გვჭირდება. სინამდვილეში მჯერა, რომ ბერნარდესკისაც შეუძლია აქ კარგად ითამაშოს. რაბიო გამთამაშებლად? სამომავლოდ, უფრო საყრდენ ზონაში ვხედავ მის ადგილს.

იგუაინი

აშკარაა, რომ გონსალოს მოტივაცია სჭირდება, რომ  უკეთ ათამაშდეს, ამას მისი ისტორია გვეუბნება და „მილანში“ მოტივაციის ნაკლებობას განიცდიდა. ამჟამად ფიზიკურად კარგადაა და მენტალურადაც ბევრი რამის მოცემა შეუძლია. შესაძლოა, რეალიზაციის მომენტში უფრო მეტი უნდა გააკეთოს.

„ნაპოლიში“ მიმდინარე მოვლენები

ეს მათი პრობლემაა, მე არანაირი აზრი ამ საკითხზე არ გამაჩნია. 700 კმ-ით შორს ვარ და არ შემიძლია ვთქვა, რა ხდება რეალურად. ანჩელოტი და ჯუინტოლი მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, რომელთაც შეუძლიათ პრობლემების გადაჭრა. პრობლემები „ინტერში“? არმგონია, რომ ასე იყოს, 28 ქულა აქვს და ყველაფერი ნათელია.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „მილანის“ მატჩი 10 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …