ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ლეჩესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული თამაშის გარდა, სხვა საკითხებზეც ისაუბრა.
„იგუაინმა გუშინ ივარჯიშა, შეგვიძლია თამაშის გარკვეულ ნაწილში დავრყდნოთ. ყველაფერი რაც მოხდა, პირად და ინდივიდუალურ დონეზე მისთვის რთული იყო, ამას ტრავმაც დაემატა, მაგრამ ახლა თამაშის სურვილი აქვს.
თამაში რემზისაც შეუძლია. მცირე დროში ბევრი თამაშის ჩატარება გვიწევს და გადაწყვეტილება ამის მიხედვით უნდა მივიღოთ. ფლანგზე გვაქვს რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის, მატუიდის თამაში, გადაწყვეტილებას თამაშის დღეს მივიღებ.
ბერნარდესკი ძლიერი ფეხბურთელია, ტექნიკური ხარისხი და ფიზიკური მონაცემები აქვს. ჰქონდა სათამაშო პოზიციის პრობლემა, მაგრამ მისი მოქნილობა დიდი კლუბებისთვის შესაბამისია. შეუძლია გახდეს შესანიშნავი ცენტრალური ნახევარმცველიც, მაგრამ ასევე შეუძლია ფლანგზე თამაში, სადაც ეროვნულ ნაკრებში თამაშობს.
ახლა ყველასთვის რთული სიტუაციაა. „ლეჩე“ სტუმრად უკეთ თამაშობს, ვიდრე სახლში. „ბოლონიასთან“ მომწონა გუნდის განსხვავებული მიდგომა მეტოქის ნახევარზე.
არ ვიცი რა ვითარებაა პიანიჩის ტრანსფერზე, მაგრამ ახლა მასზე დაყრდნობა სრულად შეგვიძლია. ვფიქრობ, რომ მოუმატა. არტური „ბარსელონას“ ფეხბურთელია ამაზე საუბარი სწორი არ იქნება. არ მომეწონა, როდესაც სეტიენი პიანიჩზე, ჩემს ფეხბურთელზე საუბრობდა და არ მსურს ვისაუბრო სხვის ფეხბურთელებზე. ხელმძღვანელობასთან ამ თემაზე კომუნიკაცია არ მქონია.
ჩვენ ყურადღება ჩვენს შედეგებზე უნდა გავამხვილოთ, თამაშის ხარისხზე, რომელიც შედეგამდე მიგვიყვანს. სატურნირო ცხრილი 10 დღის განსხვავებული იყო იმასთან შედარებით, რაც დღეს გვაქვს. ჩვენ ყოველთვის გვსურს ქულების მოპოვება.
23-წლამდე გუნდის ფეხბურთელები ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ, მათ ახალგაზრდობა და ენთუზიაზმი მოაქვთ გუნდში, ერთ-ერთი მათგანი უკვე სათამაშოდ მზადაა. ვინ? ვერ გეტყვით“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლეჩეს“ მატჩი 26 ივნისს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.