ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ლაციოსთან“ მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მას მუშაობის გაგრძელება „იუვეში“ სურს.
„ლაციომ“ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და დაამტკიცა, რომ დიდი გუნდია. ძალიან რთული თამაში იქნება. ამ ეტაპზე გოლის გატანის პრობლემა არ გვაქვს, უფო მყარი უნდა ვიყოთ დაცვაში. ჩვენ უნდა გავიგოთ სადაა სიმართლე, 5 თამაშში 0 გაშვებულ გოლში თუ 3 მატჩში 9 გაშვებულ გოლში. უწყვეტობაა საჭირო, მნიშვნელოვანია ის საქმე, რომელსაც ყველა გუნდისთვის აკეთებს.
ჩვენ ვეთამაშეთ სამ გუნდს, რომლებიც ფორმაში ყველაზე მეტად არიან. უცნაური მატჩები გამოდგა, რომლებიც გაუგებრად წარიმართა.
ბონუჩიმ, ბენტანკურმა და დე ლიხტმა ბოლო ორ დღეში განსხვავებულად ივარჯიშეს. დღეს ვნახავთ მათ რეაქციას, როგორ იმუშავებენ გუნდთან ერთად. ვნახოთ ვინ შეძლებს თამაშს.
შეგვიძლია შეტევის მარჯვენა ფლანგზე კუადრადო ვათამაშოთ ან დუგლას კოშტა. ვნახოთ რომელ გამოსავალს ავირჩევ. ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები, რომ დაცვის ხაზი გაიზარდოს.
ჩემი მომავალი? ოდესმე ფორმულა 1-ის პილოტისთვის გიკითხავთ სიჩქარის თუ ეშინია? სამუშაო ასეთია: თუ იგებ, ყველაფეი კარგად მიდის, თუ აგებ, ყველაფერი ცუდადაა. კონტრაქტი მაქვს კლუბთან და მინდა მას პატივი ვცე ნებისმიერ ფასად. ჩემი გონება ახლა ხვალინდელ მატჩზეა კონცენტრირებული. მინდა წინ „იუვესთან“ ერთად ვიარო“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლაციოს“ შეხვედრა 20 ივლისს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.