ტურინის „იუვენტუსში“ ბლეზ მატუიდი ბედნიერია. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი არაპროგნოზირებადია, ამჟამად ტურინში ოჯახთან ერთად ბედნიერია.
„იუვეში“ ძალიან კარგად ვარ, მაგრამ ფეხბურთში არასდროს იცი რა მოხდება. ამჟამად ბედნიერი ვარ მეც და ჩემი ოჯახიც. რაც შეეხება ჩემს კონტრაქტს, ეს ჩემს აგენტზე მაქვს მინდობილი, ყოველთვის ის აგვარებს ამ საკითხებს და ვერ ვხედავ ამის შეცვლის მიზეზს, შეშფოთებული არ ვარ.
გასულ სეზონში პრაქტიკულად ყველა თამაში ჩავატარე, სერიოზული ტრავმები არ მქონია და პირადად ჩემი სეზონით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, უკეთესი სეზონი გამოგვივიდოდა, ჩემპიონთა ლიგაზე უფრო შორს რომ წავსულიყავით“, – თქვა მატუიდიმ.
შეგახსენებთ, რომ ბლეზ მატუიდი „იუვენტუსში“ 2017 წლის ზაფხულში პსჟ-დან გადავიდა.