ტურინის „იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კლაუდიო მარკიზიო გაძარცვეს. იტალიური მედიის ცნობით, ვინოვოში, კლაუდიოს სახლს ოთხი შეიარაღებული პირი დაესხა.
მარკიზიო სახლში მეუღლესთან, რობერტასთან ერთად იმყოფებოდა და ფეხბურთელი იძულებული გახდა მუქარის საფუძველზე თავდამსხმელებისთვის ფული და ძვირფასეულობა დაეთმო.
ზარალი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ დაზარალებულებმა პოლიციას აცნობეს და მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ცნობილი ხდება, ყაჩაღები იტალიელები არ უნდა ყოფილიყვნენ და სახლს ძალიან კარგად იცნობდნენ.
მარკიზიო და მისი მეუღლე თავდასხმის შედეგად ფიზიკურად არ დაშავებულან.