„ბრეშიას“ თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ იუვენტუსთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
„ვღელავ, რომ კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ ვითამაშებ? არა, ჩემთვის სულ ერთია. ის დიდი ჩემპიონია, მესისთან ერთად ისინი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები არიან და ძალიან მაგარი იქნება მის წინააღმდეგ თამაში. „იუვენტუსის“ წინააღმდეგ თამაში სხვებისგან არაფრით განსხვავდება. მე, როგორც ყოველთვის, შევეცდები გოლი გავიტანო და დავეხმარო ჩემს გუნდს გამარჯვების მოპოვებაში“. – განაცხადა მარიო ბალოტელიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა „ბრეშიასთან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გააფორმა კონტრაქტი.