ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ „აიაქსთან“ მოახლოებულ მატჩზე და მოიზე კინზე ისაუბრა. „მაესტროს“ განცხადებით, მასიმილიანო ალეგრი კინს ძალიან კარგად ეპყრობა და ზუსტად იმდენ დროს აძლევს, რამდენიც ახლაა საჭირო.
„1997 წელს ნახევარფინალში „აიაქსს“ შევხვდით. ამსტერდამში წასვლამდე ჩემპიონატში „მილანთან“ ვითამაშეთ და მოვიგეთ. შესაძლოა ეს კარგის ნიშანი იყოს.
ძალიან რთული თამაში იქნება, ზოგი ფიქრობს, რომ „აიაქსი“ კარგი მეტოქეა, წილისყრით „იუვეს“ გაუმართლა, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. რთული მატჩი იქნება, ჰოლანდიელებს პრობლემების შექმნა ყველასთვის შეუძლიათ, მათ „რეალი“ დაამარცხეს და ოთხი გოლი გაუტანეს. ორი წლის წინ „იუვეზე“ ძლიერი გუნდებიც იყვნენ, მაგრამ ახლა ევროპის 3-4 საუკეთესო გუნდშია და ჩემპიონობა შეუძლია. მას აქვს დამატებითი ღირებულება, რომელიც გადამწყვეტია თუ ისე ითამაშებს, როგორც ტურინში „ატლეტიკოსთან“.
კინი ძირითადში თამაშს თუ იმსახურებს? არა, იმას იმსახურებს, რასაც აქამდე იღებს. ალეგრი შესანიშნავად ართმევს ამ სიტუაციას თავს. არ ვიცი კრიშტიანუ ოთხშაბათს ითამაშებს თუ არა, მაგრამ ამ გუნდის ძალაა ის ახალგაზრდა ბიჭიცაა, რომელიც ნახევარ საათს თამაშობს და გოლი ყოველთვის გააქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია“, – თქვა ლიპიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „აიაქსის“ შეხვედრა 10 აპრილს, ჰოლანდიაში გაიმართება.