მარიო მანჯუკიჩი ტრავიმირებულია, თუმცა, მისი დაბრუნების ზუსტი და ამ დრომდე უცნობია. უკვე გაირკვა, რომ მარიო მოედანზე ორი კვირის განმავლობაში ვერ გავა.
შედეგად, „ბოლონიასთან“, „მილანთან“ და „კიევოსთან“ მატჩები ნამდვილად გაუცდება.
Gazzetta Dello Sport-ის ცნობით კი, შესაძლოა ხორვატმა ერთი თვეც იუქმოს. ამის მიზეზი რისკის თავიდან აცილება იქნება – მანჯუკიჩმა ჩემპიონთა ლიგაზე „ატლეტიკოსთან“ თამაში რომ შეძლოს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალი ტურინულ გრანდს 20 თებერვალს ელოდება. რაც შეეხება მარიოს, მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.