მთავარი / სიახლეები / ლიპი: “მე და ალეგრი ერთმანეთს ვგავართ”

ლიპი: “მე და ალეგრი ერთმანეთს ვგავართ”

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი მარჩელო ლიპი Sky Sport-ს ესაუბრა ხვალინდელი მატჩის შესახებ. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი იმედოვნებს, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონატის ლიგის ნახევარფინალში გავა.

გარდა ამისა, თქვა, რომ მასსა და ალეგრის შორის მსგავსებას ხედავს:

„ჰოლანდიელები ყოველთვის პოზიტიურ და შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. „აიაქსს“ სწრაფი, ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. „იუვემ“ კი ისეთი თამაში ჩაატარა, როგორიც სურდა, 1:1 პოზიტიური შედეგია, არაფერი დაუკლია და იმედია ხვალაც ასე იქნება. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მორიგი რთული თამაშის ჩატარება მოუწევს, მაგრამ ახლა „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებშია.

შედარება? მე ბევრი რონალდუ მყავდა: მონტერო, ტაკინარდი, დი ლივიო, ტორიჩელი, პერუცი, კონტე. მართალია, ჩემპიონი ფეხბურთელი მნიშვნელოვანია, მაგრამ მძიმე ბირთვიც ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩემსა და ალეგრის შორის რამდენიმე მსგავსებაა. პირველ რიგში ის, რომ ორივე ტოსკანელები ვართ, მეორე ის, რომ 46 წლის ასაკში ორივე დიდ გუნდში მივედით. მაქსი „მილანში“, მე „იუვეში“ და ორივემ მაშინვე მოვიგეთ სკუდეტო. გარდა ამისა, მსგავსებას ტექნიკური თვალსაზრისითაც ვხედავ. მაქსი ძალიან მომწონს თამაშის მიმდინარეობისას ცვლილებების დროს, როგორც ტაქტიკის, ისე ფეხბურთელების კუთხით“, – თქვა ლიპიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …