ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი მარჩელო ლიპი ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ საუბრობს. გარდა ამისა, „მაესტრომ“ წარსულიც გაიხსენა და ტურინში გატარებული პერიოდი გაიხსენა.
1996 წლის ჩემპიონთა ლიგა – ეს იყო პირველი ევროპული კმაყოფილება. ერთი წლით ადრე სკუდეტო და იტალიის თასი მოვიგეთ, მერე კი ჩემპიონთა თასი და საკონტინტენთაშორისო თასიც ავღმართეთ. ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებას დიდი ფეხბურთელები სჭირდება, დიდი ვნება და სურვილი. ის ბიჭები ამით სავსენი იყვნენ და მსოფლიოს სათავეში მიისწრაფვოდნენ. რა დააკლდა წელს „იუვეს“? იღბალი, რომ ყველა მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ჯანმრთელი ჰყოლოდა. მაგალითად კიელინი „იუვესთვის“ ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რონალდუ და ის „აიაქსთან“ არცერთ თამაშში არ იყო. ჩემთან ერთად წაგებული სამი ფინალი? ყველაზე მეტად „მილანთან“ წაგებულ ფინალზე მწყდება გული, რომელიც პენალტების სერიაში დავთმეთ და ძალიან მწარე წაგება იყო.
ალეგრი და სხვა იტალიელი მწვრთნელები – ვინც იგებს, იმას დიდი ხარისხი გააჩნია. გამარჯვება ადვილი არასდროსაა, მისი გუნდები ყოველთვის გამარჯვებისთვის თამაშობენ. ანჩელოტი ძალიან ძლიერია, სხვადასხვა ქვეყანაში მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ასევე, გამოვყოფდი სპალეტის. ახალგაზრდებში კი დე ძერბის გამოვარჩევ, რომლის გუნდები ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ.
ზიდანიდან რობერტო ბაჯომდე – ბევრ ჩემპიონთან მიმუშავია, მაგრამ პირველ ადგილში ზინედინ ზიდანს ვერავინ შეეცილება. მცველებს შორის? არ მიყვარს კლასიფიკაცია, ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, რომელიც მყოლია ზიდანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ბევრი იყო დელ პიეროდან დაწყებული, ზიდანით დამთავრებული. მცველებში კი, ნესტა, კანავარო, მონტერო, ფერარა. ბაჯოსთან ურთიერთობა? ჩვენს შორის ყოველთვის პრობლემა არსებობდა? სინამდვილეში მასთან არაფერი იყო, აბსოლუტურად არაფერი“, – თქვა ლიპიმ.