„ლიონთან“ მარცხი მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით არ გამოდგა „იუვენტუსისთვის“ საზიანო, არამედ ფინანსურადაც.
საფონდო ბირჟაზე გუნდის აქციების ფასი საგრძნობლად დაეცა და 2018 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს საფრანგეთში მარცხის შემდეგ მიაღწია.
აქციების ფასის ვარდნა ერთი კვირის წინ კორონავირუსის გამო დაიწყო, თუმცა „ლიონთან“ წაგებამ ვითარება კიდევ უფრო გააუარესა.