ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ მაურიციო სარი, ფაბიო პარატიჩი და პაველ ნედვედი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მისი აზრით, თუ „იუვე“ „ლიონს“ ვერ აჯობებს, სამივემ გუნდი უნდა დატოვოს.
„იუვენტუსი“ კარგ ფორმაში არაა, რადგან სხვა იტალიურ გუნდებთან ერთად საოცარ გრაფიკში მოუწია თამაში და ამან ტრავმებიც გამოიწვია.
დიბალა შესანიშნავია დღევანდელ და მომავალ „იუვეში“, მას შეუძლია გავლენა ჩემპიონთა ლიგაზეც მაოხდინოს. იმედია, სარი შეძლებს „ლიონთან“ გაარჯვებას და „იუვე“ ისე ითამაშებს, როგორც „ინტერთან“ სეზონის შეწყვეტამდე, ეს მართლაც კარგი თამაში იყო.
ვფიქრობ, რომ თუ „იუვენტუსი“ „ლიონს“ ვერ გაცდება, მხოლოდ სარის დანაშაული არ უნდა გამოიკვეთოს. მე მისდამი პირადი სიმპათია არ მაქვს, მაგრამ როგორც მწვრთნელს პატივს ვცემ. მიმაჩნია, რომ სარის გარდა „იუვენტუსი“ პარატიჩიმ და ნედვედმა უნდა დატოვონ თუ „იუვე“ „ლიონის“ ბარიერს ვერ დაძლევს. თუმცა, ვიმედოვნებ, ასე არ მოხდება.
იმედი მაქვს, პარატიჩიმ და ნედვედმა უკეთესი კომუნიკაცია ისწავლეს, ეს პრობლემა დგას. ამას წინათ პარატიჩიმ თქვა, რომ სარი გუნდში 4-5 წელი დარჩებოდა, ეს დაუფიქრებელი განცხადებაა, რომელიც გულშემატკივარს მხოლოდ მაშინ ავიწყდება, თუ გუნდი იგებს.
ზედიზედ ცხრა სკუდეტოს მოგება, რა თქმა უნდა სასწაულია, პრეზიდენტმა ანიელიმ სასწაული მოახდინა. თუმცა, აშკარაა, რომ „იუვეს“ გულშემატკივრების სინანული ჩემპიონთა ლიგაა, რომელთანაც ალეგრის დროს ორჯერ ახლოს იყვნენ. ჩემპიონთა ლიგა ამ პერიოდის „იუვეს“ ფუნდამენტური ელემენტია და იქ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს“, – თქვა კობოლი ჯილიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლიონის“ შეხვედრა დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.