ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ანდრეა ბარძალიმ და ჯორჯო კიელინიმ „იუვენტუს სთედიუმის“ მუზეუმში ზედიზედ მერვედ მოგებული სკუდეტო დააბინავეს.
გარდა ამისა, ორივე ფეხბურთელმა კომენტარიც გააკეთა:
„ორმაგი სიხარული მაქვს, თასი დავაბინავე, როგორც კაპიტანმა და მეორე, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მერვე სკუდეტოა. წლები გადის, ამ ტიტულის მოგება კი კიდევ უფრო რთული ხდება. იმედია, სხვა თასებსაც მოვიგებთ და ამ ოთახში მოვიტან. ყველა სკუდეტო განსხვავებულია, მაგრამ ბოლო განსაკუთრებით, რადგან ჩვენ ჩემპიონატის ინტრიგა მოვკალით“, – თქვა კიელინიმ.
„სკუდეტო შესანიშნავია, რადგან ეს იყო ჩემთვის ბოლო და ამასთან მერვეც. ჯორჯომ და მე ამ შედეგს მივაღწიეთ და ვისურვებდი, რომ მას კიდევ მოეგოს ესტიტული. თუმცა, ვიცი, რომ ეს უფრო რთული იქნება. „იუვენტუსმა“ ამ წლებში რაღაც განსაკუთრებულ, განუმეორებელ შედეგს მიაღწია. ჩემს ბოლო თამაშს, დღეს ვიხსენებ და უკეთესის წარმოდგენაც არ შეიძლებოდა. ყველაფერი დიდებული იყო“, – აღნიშნა ბარძალიმ.