ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი სამი ხედირა დაშავდა. გერმანელი ფეხბურთელი დღეს ვერონას „კიევოს“ წინააღმდეგ განაცხადში არ იქნება. სამის მუხლის დაზიანება აწუხებს.
ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია ეს დაზიანება. მისი სიმძიმე ხვალ გახდება ცნობილი, როდესაც ხედირას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონი ხედირასთვის ძალზე უიღბლოდ მიმდინარეობს და უკვე მეოთხედ დაშავდა.