ტურინის „იუვენტუსს“ პსჟ-ს ნახევარმცველის, ლეანდრო პარედესის შეძენა უნდა. Tuttosport-ის ინფორმაციით, „ბებერი სინიორა“ მზადაა იანვარში არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ პარიზელებს ემრე ჯანი დაუთმოს.
გერმანელი მაურიციო სარის გეგმებში რომ არ ჯდება, ძველი ამბავია და კლუბის დატოვების კანდიდატია. თავის მხრივ, პსჟ-ს სასტარტოში ვერ პარედესი ხვდება და გარიგება ორივე მხარისთვის მისაღებია.
„იუვენტუსი“ სამხრეთ ამერიკელს მირალემ პიანიჩის დუბლიორად განიხილავს, რადგან ბოსნიელის არყოფნაში ამ პოზიციაზე ტურინულ გრანდს მხოლოდ როდრიგო ბენტანკური ჰყავს, რომელიც იმავდროულად ნახევარდაცვის სხვა პოზიციაზე სჭირდება გუნდს.
შეგახსენებთ, რომ პარედესს თავის დროზე იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს, რადგან „ემპოლისა“ და „რომას“ ღირსებას იცავდა.