მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” ჯგუფში პირველი ადგილი გაიფორმა

“იუვენტუსმა” ჯგუფში პირველი ადგილი გაიფორმა

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაში ჯერ კიდევ ერთი ტურის წინ გაიფორმა, მაგრამ ამჯერად ჯგუფში პირველი ადგილი დაიბევა.

მაურიციო სარის გუნდმა მეხუთე ტურში მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლა და საკმაოდ მოსაწყენ თამაშში 1:0 დაამარცხა.

მატჩის ბედი პაულო დიბალას დიდებულმა ჯარიმამ გადაწყვიტა, რომელიც არგენტინელმა პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა. სხვა მხრივ, „იუვეს“ ბევრი საგოლე შანსი ნამდვილად არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით ფედერიკო ბერნარდესკის დარტყმას, რომელიც ძელს მოხვდა.

საბოლოოდ, „იუვემ“ 13 ქულა დააგროვა და პირველ ადგილში ვერავინ შეეცილება. ჯგუფის უკანასკნელ მატჩს კი სტუმრად „ლევერკუზენთან“ ჩაატარებს.

„იუვენტუსი“ – „ატლეტიკო“ 1:0 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

მაყურებელი: 39 000

„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, დე შილიო; ბენტანკური (ხედირა 86), პიანიჩი, მატუიდი; რემზი (ბერნარდესკი 63); დიბალა (იგუაინი 76), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ტრიპიერი, ფელიპე ჰერმოსო, რენან ლოდი (ლემარი 64); საულ ნიგეზი, ერერა (კორეა 60), ტომას პარტეი, კოკე; მორატა, ვიტოლო (ჟოაო ფელიქსი 53)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლე: 1:0 დიბალა (45)

გაფრთხილება: ბენტანკური (35) – ჰერმოსო (32), რენან ლოდი (40), საულ ნიგეზი (52), ერერა (58)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (2) – 12 (2) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 3:6  თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …