მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” დემირალის ტრანსფერი შეათანხმა

“იუვენტუსმა” დემირალის ტრანსფერი შეათანხმა

იტალიური „სასუოლოს“ მცველის მერიჰ დემირალის „იუვენტუსში“ გადასვლა გადაწყდა. Sky Sport-ის ინფორმაციით, მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და დემირალის ტურინში გადაბარგება მხოლოდ დროის საკითხია.

21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „იუვენტუსი“ 15 მილიონ ევროს გადაიხდის. აღსანიშნავია, რომ თურქის შეძენა მადრიდის „ატლეტიკოსაც“ სურდა, მაგრამ როგორც ჩანს, „იუვემ“ კონკურენტს აჯობა.

მერიჰ დემირალი „სასუოლოს“ მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა და სერია A-ში 14 მატჩში 2 გოლიც გაიტანა. იქამდე კი სამშობლოში „ალანიასფორის“ ღირსებას იცავდა.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …