დანიელი შემტევი ნახევარმცველის კრისტიან ერიქსენის ინტერში გადასვლა მარტივი არ აღმოჩნდა ნერაძურისთვის, კალჩომერკატო წერს ტრანსფერის ყველა დეტალზე.
იუვენტუსმა სერიოზული მოლაპარაკებები დაიწყო ერიკსენის გამო დეკემბერში. ტურინელების სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ყოველთვის იყო დანიელის ნიჭის თაყვანისმცემელი, რადგან მას მიიჩნევდა იდეალურ მოთამაშედ სარის სისტემისთვის. ბიკონკერი მზად იყო ერიქსენთან კონტრაქტი გაეფორმებინა ზაფხულში, მაშინ როცა ის თავისუფალი აგენტი გახდებოდა.
ერიკსენისთვის ბრძოლაში საწყისი ეტაპი იყო იუვენტუსის მიერ დეიან კულუსევსკის შეძენა. ინტერის ხელმძღვანელობა დარწმუნებული იყო, რომ ახალგაზრდა შვედი მათთან უკვე ივნისში იქნებოდა, ამიტომ ბებერი ქალბატონის ბანაკში მისი გადასვლა მათთვის შოკისმომგვრელი იყო, ძნელად მოსანელებელი დარტყმა აღმოჩნდა. ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მილანელები გააქტიურდნენ ერიქსენის შეძენასთან დაკავშირებით.
საკუთარი შესაძლებლობებისადმი ნდობის აღდგენის მიზნით, ინტერმა გადაწყვიტა, არ დალოდებოდა ზაფხულს, და ზამთარში გააფორმა ფეხბურთელთან კონტრაქტი, ამის გამო რთული მოლაპარაკებების ჩატარება მოუწია ტოტენჰემთან. ამგვარად, “ნერაძურიმ” ხელი შეუშალა დანიელის იუვენტუსში უფასოდ გადასვლას, რადგანაც პარატიჩს უკვე მზად ჰქონდა შეთავაზება ფეხბურთელისთვის.