„იუვენტუსმა“ ერთდღიანი დასვენების შემდეგ საწვრთნელი პროცესი განაახლა. „ბებერი სინიორა“ „რომასთან“ მატჩისთვის მზადებას შეუდგა, რომელიც კვირას, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.
მაურიციო სარიმ შეგირდები ძირითადად ბურთის კონტროლის კუთხით დატვირთა. მომდევნო ვარჯიში ხვალ დილითაა დაგეგმილი.