ტურინის „იუვენტუსმა“ მილანის „ინტერის“ გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა.
შარშან, მილანში, „იუვეს“ მას შემდეგ მოუწია ჩასვლა, რაც ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, ხოლო „ინტერის“ ტიფოზებმა ტრიბუნაზე გამოფინეს ბანერი ბრიტნი სპირსის ცნობილი სიმღერის სათაურით: „უპს, ეს კიდევ ერთხელ გააკეთეთ!“
ამჯერად კი, „იუვენტუსის“ ტვიტერის გვერდზე განთავსდა ვიდეო, სადაც „სან სიროზე“ გატანილი გოლებია ასახული, მათ შორის, იგუიანის, დელ პიეროს, ტრეზეგეს. სათაური კი ამ ამბავში ყველაზე საინტერესო იყო: „უპს, ეს კიდევ ერთხელ გავაკეთეთ!“
„იუვემ“ „ინტერის“ გულშემატკივრებს 6 თვის შემდეგ უპასუხა და თანაც ძალიან საინტერესო სტილში…
OOPS!…we did it again! 🤷♀ #InterJuve pic.twitter.com/g8EkQUpq4o
— JuventusFC (@juventusfc) October 6, 2019