მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვემ” გენუაში იმარჯვა

“იუვემ” გენუაში იმარჯვა

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ში 2019 წლის ბოლო თამაში მოიგო. „იუვე“ გენუაში „სამპდორიას“ ესტუმრა და თავს მძიმე ბრძოლა გადახდა, მაგრამ მთავარი შედეგია, რომელსაც მაურიციო სარის გუნდმა მიაღწია.

ანგარიში პაულო დიბალამ შესანიშნავი დარტყმით გახსნა. მე-19 წუთზე არგენტინელმა ალექს სანდროს გრძელი გადაცემის შემდეგ ერთი შეხებით შეძლო ემილ აუდეროს დამწუხრება.

ალექს სანდრო ყურადღების ცენტრში 15 წუთში მოექცა, როდესაც საჯარიმოსთან ბურთი დაკარგა, შემდეგ შეცდომის გამოსწორება სცადა, მაგრამ საგოლე პასი გამოუვიდა, რადგან კაპრარიმ მისი გადაცემით გაუტანა ჯანლუიჯი ბუფონს და წონასწორობა აღადგინა.

„იუვენტუსმა“ ტაიმი მაინც მოიგო. ალექს სანდრომ კი ისევ საგოლე პასი მიითვალა. ბრაზილიელის ჩაწოდების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ პრაქტიკულად აფრინდა და თავით გაიტანა. რონადულმ ტოპ 5 ჩემპიონატებში 2003-2004 წლების სეზონის შემდეგ თავით 69-ე გოლი გაიტანა, რაც რეკორდია დროის ამ პერიოდში.

მეორე ტაიმში ორივე გუნდი ცდილობდა გატანას, მაგრამ გოლი აღარ გასულა. „იუვემ“ 2:1 მოიგო და 42 ქულა დააგროვა. შესაბამისად, მინიმუმ იქამდე, სანამ „ინტერი“ მე-17 ტურის მატჩს გამართავს, სამი ქულით წინ იქნება კონკურენტზე.

„ბებერი სინიორა“ 2019 წელს 22 დეკემბერს, საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასის მატჩით დაასრულებს, რომელსაც „ლაციოს“ წინააღმეგ გამართავს.

„სამპდორია“ – „იუვენტუსი“ 1:2 (1:2)

გენუა, „ლუიჯი ფერარისი“

„სამპდორია“ (3-5-2): აუდერო; ფერარი, მურილო, კოლი; დეპაოლი (ლერისი 51), ტორსბი, ლინეტი, იანკტო (გაბიადინი 62), მურუ (აუგელო 76); რამირესი, კაპრარი

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

„იუვენტუსი“ (4-3-3): ბუფონი; დანილო, ბონუჩი, დემირალი, ალექს სანდრო (დე შილიო 82); რაბიო, პიანიჩი, მატუიდი; დიბალა (დუგლას კოშტა 77), იგუაინი (რემზი 69), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 დიბალა (19), 1:1 კაპრარი (35), 1:2 რონალდუ (45)

გაფრთხილება: იანკტო (43), მურილო (61), კაპრარი (76, 90), რამირესი (90) – პიანიჩი (59), დემირალი (76)

გაძევება: კაპრარი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 10 (4) ბურთის ფლობა: 33%-67% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ჯანლუკა როკი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …