მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” ზამთრის ჩემპიონია

“იუვე” ზამთრის ჩემპიონია

ტურინის „იუვენტუსი“ ზამთრის ჩემპიონია. „ბებერ სინიორას“ ამისთვის „რომასთან“ საგარეო მატჩში მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა და მიზანს მიაღწია.

თამაში „იუვესთვის“ დიდებულად დაიწყო. მე-3 წუთზე მერიჰ დემირალმა ანგარიში გახსნა პაულო დიბალას ჩაწოდების შემდეგ და „იუვეს“ მაისურით სადებიუტი გოლი გაიტანა. 6 წუთში კი, დიბალამ ჯორდან ვერეტუს ბურთი მოაპარა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და ფრანგი იძულებული გახდა წაექცია. პენალტი რონალდუმ გამოიყენა და მეათე წუთისთვის „იუვემ“ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.

მე-19 წუთზე ტურინულ გრანდს დემირალი გამოაკლდა. თურქმა უწყინარ სიტუაციაში მიიღო ტრავმა და თამაში ვერ გააგრძელა. არადა, იმ დრომდე მოედანზე ცალსახად საუკეთესო იყო და მორიგ შთამბჭედავ თამაშს ატარებდა – არ გაუმართლა. ჯერჯერობით  უცნობია რამდენად სერიოზულია მერიჰის დაზიანება და უახლოეს ცნობებს ჩვენი ვებგვერდი აუცილებლად მოგაწვდით.

ამის შემდეგ „იუვე“ დამშვიდდა და თამაშის სადავეები მეტოქეს დაუთმო. თუმცა, „რომა“ რეალური საგოლე მომენტების შექმნას ვერ ახერხებდა. 68-ე წუტზე კი, ალექს სანდრომ საჯარიმოში უწყინარ სიტუაციაში ხელით ითამაშა და პენალტით დიეგო პეროტიმ სხვაობა შეამცირა. მიუხედავად ამისა, „იუვემ“ ანგარიში შეინარჩუნა და მოიგო – 2:1.

დარჩენილ დროში იყო გონსალო იგუაინის გაუქმებული გოლიც თამაშგარის გამო, მაგრამ ამას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. „იუვენტუსმა“ 48 ქულა დააგროვა და „ინტერს“ 2 ქულით გაასწრო. სერია A-ს მომდევნო მატჩს კი სახლში „პარმასთან“ ჩაატარებს.

„რომა“ – „იუვენტუსი“ 1:2 (0:2)

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

„რომა“ (4-2-3-1): პაუ ლოპესი; ფლორენცი, მანჩინი, სმოლინგი, კოლაროვი; ვერეტუ (კრისტანტე 66), დიავარა; ძანიოლო (ჯენგიზ იუნდერი 36), პელეგრინი, პეროტი (კალინიჩი 82); ჯეკო

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა

„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; კუადრადო, დემირალი (დე ლიხტი 19), ბონუჩი, ალექს სანდრო; რაბიო, პიანიჩი, მატუიდი; რემზი (დანილო 69); დიბალა (იგუაინი 69), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 დემირალი (3), 0:2 რონალდუ (10, პენ), 1:2 პეროტი (68, პენ)

გაფრთხილება: ვერეტუ (9), კოლაროვი (15), მანჩინი (26), კრისტანტე (82), კალინიჩი (90), ფლორენცი (90) – პიანიჩი (12), რაბიო (32), დე ლიხტი (32), კუადრადო (45)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (9) – 5 (4) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 13:2 თამაშგარე: 0:7

მსაჯი: მარკო გუიდა

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …