ტურინის „იუვენტუსი“ „ბრეშას“ იმედის მომცემ ნახევარმცველ სანდრო ტონალის აკვირდება. Tuttosport-ის ცნობით, ფაბიო პარატიჩი ნახევარდაცვის ხაზის გაახალგაზრდევას აპირებს და ზაფხულში იტალიელი ფეხბურთელისთვის იბრძოლებს.
ფაბიოს დაკვირვებისთვის დღეს იდეალური შანსი ექნება, რადგან ტოლანი სწორედ „იუვეს“ წინააღმდეგ ითამაშებს.
ჯერჯერობით, სხვა უფრო კონკრეტული დეტალები ცნობილი არაა. ტონალის „იუვენტუსის“ გარდა „მილანსა“ და „რომასაც“ უკავშირებენ.