„იუვენტუსი“ ლონდონის „ჩელსის“ ნიჭიერ ნახევარმცველ კალუმ ჰადსონ-ოდოის ეპატიჟება. ბრიტანული Mirror-ის ცნობით, ტურინელები 18 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტებიც არიან.
თუმცა, თავად ინგლისელს მიუნხენის „ბაიერნში“ სურს კარიერის გაგრძელება, რომელიც ასევე დაინტერესებულია ფეხბურთელის შეძენით და „ჩელსის“ 39 მილიონ ევროსაც სთავაზობს.
ჰადსონ-ოდოი “ჩელსის” აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში უკვე მოასწრო 12 მატჩის ჩატარება.