ტურინის „იუვენტუსი“ „ბოლონიასთან“ შეხვედრას შავი სამკლავურებით ჩაატარებს. აღნიშნულ ინფორმაციას ტურინელთა ვებგვერდი ავრცელებს.
მიზეზი კი მარელა ანიელის გარდაცვალებაა, რომელიც „იუვეს“ ყოფილი პრეზიდენტის ჯანი ანიელის ქვრივი გახლდათ. შეგახსენებთ, რომ მარელა ანიელი (ლაპო და ჯონ ელკანების ბებია, ანდრეა ანიელის ბიცოლა) დღეს ტურინში საკუთარ სახლში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აქვე გეტყვით, რომ „იუვე“ „ბოლონიას“ „რენატო დალ არაზე“ 24 თებერვალს თბილისის დროით 18:00 საათზე დაუპირისპირდება.