იტალიის სუპერთასს სახელწოდება შეეცვალა. როგორც ლეგა სერია A-ს ვებგვერდი იტყობინება, სახელის უფლებები Coca Cola-მ შეიძინა.
შედეგად, ამიერიდან მისი სახელწოდება Coca-Cola Supercup იქნება.
შეგახსენებთ, რომ სუპერთასისთვის „იუვენტუსი“ 22 დეკემბერს, საუდის არაბეთში რომის „ლაციოს“ შეხვდება.