ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანკარლო პადოვანმა ანდრეა პირლო, ანდრეა ანიელი და ზოგადად კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა. ის ფიქრობს, რომ „იუვენტუსი“ პირლოსთან ერთად მაქსიმუმ მეოთხე ადგილისთვის იბრძოლებს.
თუმცა, მხოლოდ მწვრთნელს არ ადანაშაულებს და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა გაუაზრებელი და უცნაურია.
„ამჟამინდელი „იუვენტუსი“ პირლოს მეთაურობით მეოთხე ან მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს. თუ უფრო ცუდად წავა საქმე, მაშინ დელ ნერის მეშვიდე ადგილს დაუბრუნდება. როგორ მე მჯერა, თუ პირლო არის ანდრეა ანიელისარჩევანი,მაშინ ძალიან აურია, რადგან სკუდეტოს მომგები სარი ისე გაუშვა, რომ დრო არ მისცა და მე დანიშნა ადამიანი, რომელიც მწვრთნელი არ არის.
ის ამბობს, რომ ახალგაზრდა და გამოუცდელი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ასე არაა. იმის ნაცვლად, რომ თვითკრიტიკით იყოს დაკავებული, პასუხისმგებლობას მოთამაშეებს აკისრებს.
თუმცა, ამავდროულად, რთული არ იყო იმის პროგნოზირება, რომ პირლო ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად დაზარალდებოდა. რა თქმაუნდა, მას დრო სჭირდება, მაგრამ „იუვენტუსი“ ამ ყველაფერს არ მისცეს. მეჩვენება, რომ ამ ეტაპზე არც პირლო არ არსებობს და არც კლუბის ხელმძღვანელობა. უპირველეს ყოვლიასა, „იუვეს“ ხელმძღვანელობა დიდი ხანია აღარ არსებობს, რადგან ძალიან უცნაურად მოქმედებენ სატრანსფერო ბაზარზე. მათ სჭირდებოდათ ფლანგის მცველები და მხოლოდ შემტევი ფლანგელები და თავდამსხმელები იყიდეს. გუნდს სჭირდებოდა ნახევარმცველი, რადგან პირლოს არც ბენტანკური მოსწონს და არც არტური, ის ამბობდა, რომ რეჯისტა სჭირდებოდა, მაგრამ არავინ მოუყვანეს“, – თქვა პადოვანმა.