მასიმილიანო ალეგრიმ „აიაქსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ემრე ჯანი იახლა. გერმანელი ფეხბურთელის განცხადებით, „აიაქსი“ ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ „იუვეს“ მხოლოდ გამარჯვება და ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა.
„მილანთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ და თამაშისთვის მზად ვარ. ვიცი, რომ „იუვეს“ ეს თასი სურს და რომ ყველა ქომაგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ჩვენთვის.
გვინდა ფინალში გავიდეთ და გავიმარჯვოთ, მაგრამ ხვალ ადვილი არ იქნება. „აიაქსს“ დიდ პატის ვცემთ, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან კარგად თამაშობს. ისინი კარგად თამაშობენ, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვინდა. ისეთივე დამოკიდებულებით უნდა გავიდეთ მოედანზე, როგორც „ატლეტიკოსთან“, 0:0-ზე რა თქმა უნდა არ ვითამაშებთ“, – განაცხადა ემრე ჯანმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „აიაქსის“ შეხვედრა 16 აპრილს, 23:00 საათზე დაიწყება.