მთავარი / სიახლეები / დე ლიხტმა “იუვეს” დერბი დელა მოლე მოაგებინა

დე ლიხტმა “იუვეს” დერბი დელა მოლე მოაგებინა

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-11 ტურში დერბიში გამარჯვება მოახერხა. მაურიციო სარის გუნდი „ტორინოს“, „გრანდე ტორინოზე“ ეწვია და მძიმე ბრძოლაში მოიგო. ამას მივეჩვიეთ – მიმდინარე სეზონში „იუვე“ იგებს, მაგრამ მძიმედ, ნერვიულობით.

ახლაც ასე იყო. „ხარები“ ძალზე მოტივირებულნი იყვნენ, მაგრამ მეტოქის კართან ხიფათს იშვიათად ქმნიდნენ. საერთოდ, პირველ ტაიმში არც „იუვეს“ შეუქმნია რამე განსაკუთრებული, გამორჩევა რომ შეიძლებოდეს.

მეორე ნახევარში კი მოედანზე გონსალო იგუაინის გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა. არგენტინელმა ულამაზეს სტილში დაარტყა და სირიგუმ კუთხურზე მოიგერია, კუთხურს კი გოლი მოჰყვა. ისევ იგუაინი იყო შესანიშნავი, რომელმაც მატიას დე ლიხტს საგოლე პასი გაუკეთა. ჰოლანდიელმა სადებიუტო გოლით „იუვენტუსს“ ტურინული დერბი მოაგებინა!

დარჩენილ 20 წუთში სტუმრებმა ანგარიში შეინარჩუნეს და „ინტერთან“ ერთქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს. მომდევნო მატჩი კი, ჩემპიონთა ლიგაზე, მოსკოვში, „ლოკომოტივთან“ შედგება.

„ტორინო“ – „იუვენტუსი“ 0:1 (0:0)

ტურინი, „გრანდე ტორინო“

„ტორინო“ (3-5-2): სირიგუ; იცო, ლიანკო, ბრემერი; ოლა აინა, ბაზელი (მილიკო 85), რინკონი (ძაძა 74), მეიტე, ანსალდი; ბელოტი, ვერდი (ლუკიჩი 80)

მწვრთნელი: ვალტერ მაძარი

„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, დე შილიო; ბენტანკური (ხედირა 76), პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი (რემზი 67); დიბალა (იგუაინი 60), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლი: 0:1 დე ლიხტი (70)

გაფრთხილება: ოლა აინა (44), ანსალდი (63), ბაზელი (68), ბელოტი (90) – ბენტანკური (54), კუადრადო (57)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 14 (10) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 11:6 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: დანიელე დოვერი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …