მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 32)

ტრანსფერები

“იუვენტუსი” რიუდიგერისთვის ბრძოლაში ჩაერთო

ტურინის „იუვენტუსი“ ლონდონის „ჩელსის“ მცველის, ანტონიო რიუდიგერისთვის იბრძვის. ბრიტანული Sky Sports-ს ცნობით, ტურინელები ფეხბურთელის აგენტთან მუდმივ კონტაქტზე არიან. გერმანელ მცველს „ჩელსისთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და „იუვე“ ეცდება ის ხელში უფასოდ ჩაიგდოს. თუმცა, კონკურენცია მაღალია, რადგან ფეხბურთელით „იუვეს“ გარდა, „მანჩესტერი“, „ბაიერნი“, პსჟ და „რეალი“ ინტერესდებიან, ამასთან, „ჩელსიც“ ცდილობს მის დაყოლიებას, …

სრულად წაკითხვა »

მორატა “ბარსელონას” უახლოვდება, იკარდი – “იუვენტუსს”

ალვარო მორატა “ბარსელონაში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ტურინის „იუვენტუსს“ ესპანელი ფორვარდის გუნდიდან გაშვება არ სურს, მითუმეტეს იქამდე, სანამ მის შემცვლელს საბოლოოდ არ იპოვის. თუმცა, ამავდროულად, ტურინელები ზაფხულში არ აპირებენ მის გამოსასყიდად მადრიდის „ატლეტიკოს“ 35 მილიონი ევრო გადაუხადონ. ესპანელ ფეხბურთელს კი „ბარსელონასთან“ შეთანხმება მიღწეული აქვს და ესპანეთში დაბრუნება უნდა. Sport-ი წერს, რომ …

სრულად წაკითხვა »

ესპანური მედია: უსმან დემბელე “იუვენტუსს” შეუთანხმდა

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ზაფხულში უსმან დემბელე დაიმატოს. ფრანგ ფეხბურთელს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მისი განახლების შესახებ მოლაპარაკებები გართულდა. კატალონური კლუბი კვირებია ცდილობს ხელშეკრულების განახლებაზე შეთანხმების მიღწევას, მაგრამ მხარეებმა სწორი მიმართულება დაკარგეს და როგორც გამოცემა Sport-ი წერს, დემბელემ გადაწყვიტა, რომ „ბარსა“ დატოვოს და კონტრაქტი არ განაახლოს. წყაროს თანახმად, ფრანგი …

სრულად წაკითხვა »

“ბარსელონამ” “იუვეს” მორატას სანაცვლოდ დეპაი შესთავაზა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის, ალვარო მორატას „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლაზე ესპანური და იტალიური მედია აქტიურად წერს. ბოლო ცნობებით, „ბარსა“ მზადაა მორატას სანაცვლოდ „იუვეს“ ნიდერლანდები ფეხბურთელი, მემფის დეპაი დაუთმოს. მან მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა, თუმცა, თითქმის ერთი თვეა ტრავმირებულია. ამ ბარტერზე საუბარი იანვრის სატრანსფერო პერიოდისთვისაა. …

სრულად წაკითხვა »

მორატა შესაძლოა “ბარსელონაში” გადავიდეს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი ალვარო მორატა შესაძლოა „ბარსელონაში“ გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას As-ი ავრცელებს. წყაროს თანახმად, ტრანსფერით კატალონელთა მთავარი მწვრთნელი ჩავია დაინტერესებული და ესპანელ ფორვარდთან პირადი კონტაქტიც ჰქონდა. თუმცა, კლუბებს შორის მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ გამართულა. ჩავის მორატას გადაბირება იანვარშივე სურს, მაგრამ ოპერაცია ადვილი არ იქნება, რადგან იტალიურ გრანდს თავდასხმაში ისედაც პრობლემები …

სრულად წაკითხვა »

პოგბას “იუვეში” დაბრუნება შესაძლებელია

ტურინის „იუვენტუსს“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას ბოლო დროს ხშირად უკავშირებენ. ფრანგ ფეხბურთელს ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი ეწურება და სავარაუდოდ, მას არ განაახლებს, შესაბამისად, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. Tuttosport-ის ცნობით, პოლი ტურინში დაბრუნების წინააღმდეგი არაა. პრობლემა მისი მაღალი ხელფასია, მაგრამ თუ „იუვე“ ორ ნახევარმცველს გაასხვისებს, მაშინ პოგბასთვის სახელფასო ბიუჯეტი გამოთავისუფლდება. იტალიურ …

სრულად წაკითხვა »

მაკკენი შესაძლოა “ტოტენჰემში” გადავიდეს, “იუვე” მის შეცვლას ჩუამენით გეგმავს

ლონდონის „ტოტენჰემი“ ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, ვესტონ მაკკენით არის დაინტერესებული. ინგლისური კლუბის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ამერიკელს კარგად იცნობს და „იუვეშიც“ მან მიიყვანა, ახლა კი უნდა, რომ ლონდონში იახლოს. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს. „იუვენტუსმა“ შესაძლოა მაკკენიზე უარი თქვას და ამ შემთხვევაში ადგილი გამოუთავისუფლდება „მონაკოს“ ნახევარმცველ ორელინ ჩუამენს, რომლის მიმართ ტურინელები …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” ფინანსური პრობლემები: რონალდუდან იგუაინამდე

La Gazzetta dello Sport-მა ტურინის “იუვენტუსის” ფინანსური ტრანზაქციების მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი ცალკე გამოყო. წყაროს ინფორმაციით “ბებერ ქალბატონს” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი სამი წლის განმავლობაში 277 მილიონი ევრო დაუჯდა. რონალდუს შემდეგ, მეორე ადგილზე არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი გავიდა, რომელიც კლუბს 122 მილიონი ევრო დაუჯდა. სამეულს კი დუგლას კოსტა ხურავს – …

სრულად წაკითხვა »

“ლიდსი” მაკკენის სანაცვლოდ 24 მილიონ ევროს იხდის

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის ვესტონ მაკკენის გადაბირება „ლიდს იუნაიტედს“ სურს. ბრიტანული მედიის ცნობით, ამერიკელი ფეხბურთელით პირადად მარსელო ბიელსაა დაინტერესებული და ინგლისელები მზად არიან იანვარში „იუვეს“ 24 მილიონი ევრო გადაუხადონ. ტურინელთა პასუხი ამ წინადადებაზე ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ ისინი ფეხბურთელის გაყიდვას დათანხმდნენ. მიმდინარე სეზონში მაკკენიმ 15 მატჩში 2 გოლის გატანა …

სრულად წაკითხვა »

რაიოლა: “დე ლიხტი მზადაა შემდეგი ნაბიჯისთვის და თვითონაც ასე ფიქრობს”

მატიას დე ლიხტის აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი მზადაა შემდეგი ნაბიჯი გადასადგმელად და „იუვენტუსის“ დასატოვებლად. რაიოლა მიიჩნევს, რომ დე ლიხტის იმავე აზრზეა. „ის მზად არის ახალი ნაბიჯის გადასადგმელად და ვფიქრობ, თვითონაც ასე ფიქრობს. იტალიაში ამბობენ: ღმერთსა და ეშმაკს თაყვანს ვერ სცემ, არჩევანი უნდა გააკეთო. მეც ჩემს ფეხბურთელებთან მიმართებაში …

სრულად წაკითხვა »